17:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 10:43:31, 1770 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო ცენტრს „ინოვა“ საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი მეთე დურენი ეწვევა

22-23 ივნისს სამედიცინო ცენტრს „ინოვა“ საერთაშორისო ექსპერტი, ენდოკრინოლოგ ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ევროპის ქირურგიული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი მეთე დურენი ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ინოვა“ პროფესორს დურენს წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. მეთე დურენი აღიარებულია მსოფლიოს 20 საუკეთესო ენდოკრინოლოგს შორის. 2016 წელს ბ-ნი დურენი არჩეულ იქნა ევროპის ენდოკრინოლოგიის ქირურგიული ასოციაციის ხელმძღვანელად;

 2 დღიანი ვიზიტის განმავლობაში, სტამბოლის წამყვანი კლინიკების (Florence Nightingale, ამერიკული ჰოსპიტალი და აციბადემი) ექსპერტი, ქართველ პაციენტებს გაუწევს  კონსულტაციებს და გააკეთებს ოპერაციებს სამედიცინო ცენტრში "ინოვა".

ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის ჩატარების ოთხი ხერხი არსებობს, მეთე დურენის განსაკუთრებული და განსხვავებული მეთოდი კი დავინჩის რობოტის ჩარევით ხორციელდება. დავინჩის რობოტის მეთოდის გამოყენებისას, განაკვეთი გაკეთება იღლიის ფოსოდან, რის შემდეგაც ყელზე ნაიარევი აღარ რჩება.

მეთე დურენი კლინიკას თავის ჯგუფთან ერთად ერთად ეწვევა. მისი ჯგუფის წევრების საშუალებით კი ქართველი პაციენტებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და კვანძოვანი წარმონაქმნების ბიოფსია ჩაუტარდება. მორფოლოგიური  მასალის  გადაგზავნა მოხდება თურქეთში გამოსაკვლევად.

კონსულტაციებზე ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველები უნდა დაგვიკავშირდნენ: +995 514 232 200.

პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებზე დაწყებულია!

სამედიცინო ცენტრი „ინოვა“

მისამართი: თბილისი, სანდრო ეულის 7ა

ტელ.: +995 514 232 200.

კლინიკა „ინოვას“ ცხელი ხაზი: 2 232 232;

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics