საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია ქალიაშვილმა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორმა იოსებ ოზაშვილმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, „საევაკუაციო ნაგებობების“ მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.