17:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 17:41:59, 646 ნახვა

საზოგადოება
შსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლების მქონე ორი მოქალაქე დასაქმდა. უწყების ინფორმაციით, სააგენტოს გუნდის ახალ წევრებს ქუთაისსა და რუსთავში მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა. მან თანამშრომლებს სამუშაო გარემო და გუნდი პირადად გააცნო. ახალი თანამშრომლები სარეგისტრაციო განყოფილებასა და სატელეფონო სერვისის სამსახურში დასაქმდნენ.

მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში შეიქმნა. მიმდინარეობს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების ადაპტირებაც, რომლითაც სამომავლოდ თანამშრომელთა ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი.

გარდა ამისა, სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში შშმ პირებისთვის მოწყობილია შესაბამისის გარემო და ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სერვისების მისაღებად.

აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა. შსს-ს მომსახურების სააგენტოში შშმ პირების ადაპტირების სტიმულირებისთვის არაერთი მსგავსი პროექტია დაგეგმილი. წლის ბოლომდე ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ჟესტების ენით მოქალაქეების მომსახურებას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics