შსს-ს თანამშრომლებმა, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, 200-ზე მეტ ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტ გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, საახალწლო საჩუქრები გადასცეს და ახალი წელი მიულოცეს.