2017-02-09 20:44:43, 1263 ნახვა
საზოგადოება
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან ტელევიზიის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დასრულდა
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან ტელევიზიის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დასრულდა.
როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეების ნაწილი, რომელიც შენობაში პარალელურ აქციას მართავდა, ტელევიზია უკვე დატოვეს. მათი პირდაპირი ეთერით საზოგადოებას მიმართეს.
ამასთან, აქციის დასრულებისას მონაწილეებმა ხვალინდელი მსვლელობა დაანონსეს, რომელიც, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან