20:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 18:30:43, 988 ნახვა

საზოგადოება
ქუმსიშვილი: ყველა თეთრი, რომელიც გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენს მოქალაქეებს მოხმარდება

სახელმწიფო კანცელარიაში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ,  აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმღვანელმა პირებმა. 

შეხვედრაზე რეფორმის მიმდინარეობისა და მისი ეფექტურობის შესახებ ვრცლად ისაუბრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეფორმის სამომავლო გამოწვევებზე. 

„თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული; მისი მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტები“,  - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. 

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელსაც ძალიან მალე ავამოქმედებთ. ის  რეალურად ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის, აგრეთვე ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობის ამაღლებაზე,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა თეთრი, რომელიც გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაქსიმალურად მოხმარდეს ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვა - რეფორმა, რომლითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რა თქმა უნდა, ასეთი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები ჯანდაცვის რეფორმის შედეგების მონიტორინგის მიმართულებით მომავალშიც გაიმართება.  


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics