20:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 20:28:39, 1021 ნახვა

საზოგადოება
„გააკეთეთ არჩევანი, ვის მხარეს ხართ - მჩაგვრელების თუ თავისუფალი ადამიანების?“

"აუდიტორია 115"-ის წევრ გიორგი სოფრომაძის განცხადებით, სოციალური პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა ფართოდ გაშუქებას და ფართო დისკუსიას საჭიროებს.

როგორც სოფრომაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრა ძალადობის გამომხატველი არ ყოფილა. 

"ჩვენ შემოვედით საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა. სოციალური პრობლემები, რომლების საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და ფართო დისკუსიას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და ჩვენ, მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს საერთო ინტერესების დასაცავად გაერთიანდნენ", - აღნიშნა სოფრომაძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს "სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე" სოლიდარობას უცხადებენ. 

"გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა, უნდა იცოდეთ, რომ  თქვენ არ ხართ მარტო, თქვენს ბრძოლაში. დღევანდელ საქართველოში ნეო-ლიბერალური წესრიგის მიღმა რჩება დაბალი ფენების ინტერესი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ქართულ დემოკრატიას. გასულ წელს, ქვეყანაში დაფიქსირდა მშრომელთა ათობით გაფიცვა. ამ მომენტშიც, დაანონსებულია რკინიგზის რეორგანიზაცია, სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე არიან "ბიბლუსში" დასაქმებული ახალგაზრდები, სუპერმარკეტების ქსელებში, მაგალითად "ფრესკოში" დასაქმებულებიც. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ და სხვა ქსელებში მშრომელთა კაბალურ ეკსპლუატაციას ეწევიან", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

"აუდიტორია 115"-ის წევრის განმარტებით, სახელისუფლებო სტრუქტურები ბიზნესს ემორჩილებიან და არა ხალხს. 

"სოციალური ბრძოლის ფრონტის მთავარი ხაზი ამჟამად, რუსთავზე გადის. 350 მუშა გათავისუფლებულია საწარმოდან. მათი ოჯახები უსახლკაროებისა და შიმშილობის ზღვარზე იმყოფებიან. ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, სახელმწიფო უარს ამბობს ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაზე. სახელმწიფო ბანკების ინტერესებს იცავს და არაფრად აგდებს რიგით ადამიანთა ტკივილს. ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ჩვენ ვართ ჩაგრული უმრავლესობა. ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ ერთიანი ძალა. ურთიერთთანადგომა და საერთო ძალების მობილიზება გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა", - აღნიშნა მან.

გიორგი სოფრომაძემ მთავრობას მოუწოდა ხალხის ინტერესები გაატაროს.  

"ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, რომ გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი და უპირველესყოვლისა მივმართავთ უშუალოდ მშრომელებს, მათ ოჯახებს, ყველას, ვის ზურგსაც ეს უთანასწორო სისტემა აწვება, მობილიზდით სამუშაო ადგილებზე და შეუერთდით საერთო ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის, გააკეთეთ არჩევანი. ვის მხარეს ხართ თქვენ, მჩაგვრელების თუ თავისუფალი ადამიანების. ხვალ 17:00 საათზე ვიწყებთ მსვლელობას თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა სოფრომაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics