2017-02-09 17:02:42, 1133 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორეს ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ოპერაცია გერმანიაში 13 თებერვალს ჩაუტარდება.
საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორის გერმანიაში გამგზავრება ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესის გამწვავებამ დააჩქარა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან