2017-02-09 20:13:01, 1372 ნახვა
საზოგადოება
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აქციის მონაწილეებს ეთერს დაუთმობს
თსუ-ის "აუდიტორია 115"-ის და "მწვანე მუშტის" წევრებმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა დატოვეს.
როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, ბრძოლა იწყება რუსთავიდან და მთავრდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც თანამშრომლებს განმარტების გარეშე "ყრიან" ქუჩაში. მისი თქმით, მოთხოვნა ეთერის დათმობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც, მათ ტელევიზიის შენობა შვიდობიანად დატოვეს.
როგორც "ექსპრენიუსს" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ტელევიზიასთან მიმდინარე აქცია სრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან