საზღვრის უკანონო კვეთის და მიგრანტის გადაყვანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით, ხოლო ასევე თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ქენან დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.