|
2015-10-01 13:17:50, 704 ნახვა
სამართალი
ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა - საქმე ამ დრომდე არ გახსნილა
ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა, თუმცა საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ინფორმაციის გახმაურებისგან თავს იკავებენ. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ რაფალიანცების ოჯახს საქმის უმოკლეს ვადებში გამოძიების პირობას აძლევდა. რატომ ჭიანურდება ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება - ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს: "ამ საქმის დეტალები მთელმა საქართველომ ზეპირად უნდა იცოდეს. მაგრამ რასაკვირველია, არ არის პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიებისა და საერთოდ, რატომ უნდა სჭირდებოდეს ნახევარი წელი, 9 თვე, წელიწადი ამა თუ იმ საკმაოდ მაღალი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიებას და სასამართლომდე მიყვანას?! რატომ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ შეზღუდული დროით იყოს სასამართლოს სხდომები. დაუსრულებელი საქმეების რაოდენობა მიანიშნებს სწორედ, უუნარობაზე ფაშისტების, რომლებიც კი გათავისუფლდნენ, მაგრამ მოწმენი ვართ, ის 2/3 იუსტიციის საბჭოსი, რომელიც მემკვიდრეობად დაგვიტოვა ადეიშვილმა, რა აგრესიულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს სასამართლიანობის აღდგენა სასამართლო სისტემაში",-განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, 2012 წლის 30 სექტემბერს, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებლიდან გაქრა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ის მარანში, წყლით სავსე ქვევრში ჩამხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა. ამასთან, რაფალიანცის დეიდა აცხადებდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მას შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა დანაშაულის ორგანიზებაში იმთავითვე ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა. საქართველოს შს მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და საზოგადოებას ამ საქმის 2–3 კვირაში გახსნას დაჰპირდა. მოგვიანებით კი, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ სერიოზულ ახალ გარემოებებს მიაკვლია, თუმცა ამ საქმეზე სწრაფი რეაგირება არ მოხდა და გამოძიება ჩიხში შევიდა. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ნაჩქარევი იყო მის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ რაფალიანცის გარდაცვალების საქმესთან მიმართებაში წინასწარი სურათი სავარაუდოდ, სამ კვირაში ექნებოდა. ”მე ვთქვი, რომ 3 კვირაში მექნებოდა რეალური სურათი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ალბათ, ნაჩქარევი იყო ეს განცხადება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს რაფალიანცის საქმის გახსნის ვადას შეგნებულად აღარ უსახელებდა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ გოგონას გარდაცვალების საქმე აუცილებლად გაიხსნებოდა. “ეს არის ერთ–ერთი ძალიან მძიმე საქმე, რომელიც მე მაწუხებს. გულწრფელად ბოდიში მოვუხადე ახალშობილის ოჯახს იმის გამო, რომ ვიჩქარე, როდესაც განვაცხადე, რომ თვის ბოლოს გვექნებოდა რეალური სურათი. სამწუხაროა, რომ გამოძიება არ წარიმართა ცხელ კვალზე, არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, წინა ხელისუფლების დროს ეს გამოძიება შეგნებულად თუ შეუგნებლად იქნა ჩიხში შეყვანილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალური პერსპექტივები, რომ ეს საქმე იქნას გახსნილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ბარბარე რაფალიანცის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და გამოსაძიებლად საქმის პროკურატურისთვის გადაცემა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ ბარბარე რაფალიანცის ბაბუას, ილია მექერიშვილს სოფელ კოლაგში, გვიან ღამით, დაუდგენელი პირები საკუთარი ეზოს შესასვლელში თავს დაესხნენ. მექერიშვილს ტრავმები სახისა და თავის არეში მიაყენეს. დაზარალებული თავდამსხმელების ვინაობას ვერ ასახელებს, რადგან დარტყმიდან რამდენიმე წუთში გონება დაკარგა. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მათზე ზეწოლა სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდება. ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, თუმცა ვერსიების მიუხედავად, პატარა გოგონას გარდაცვალების საქმის გახსნა დღემდე ვერ ხერხდება.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)