|
2015-10-01 17:57:23, 614 ნახვა
სამართალი
საჯარო რეესტრი: შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება განცხადების წარმოდგენის დღესვე იქნა მიღებული
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სააგენტოს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ. როგორც სააგენტოში განმარტავენ, შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს(ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge). მათივე ცნობით, გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი - შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’ საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა - შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება. "ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს. ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდება, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა საქმეზე, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ტელეკომპანიისა და შემძენი მხარისათვის სასურველი რეგისტრაცია. აქვე შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებსა და სხვადასხვა განცხადების ავტორებს, რომ კანონმდებლობის თანახმად (,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, 2009 წლის 30 დეკემბერი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241ბრძანება) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი განცხადება და თანდართული ნებისმიერი დოკუმენტი საჯაროა, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, განაცხადის წარდგენის პირველივე წუთიდან. ამგვარი საჯაროობა და გამჭვირვალობა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობას",-ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების, ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)