|
2015-10-02 13:40:56, 572 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ავსტრიის დელეგაცია გაეცნო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავსტრიის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ვენის სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე მარიამ ვანკე-ცერვენკა ხელმძღვანელობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, დელეგაცია, რომელშიც ავსტრიელი მოსამართლეები, პროკურორები და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ ხულორდავას შეხვდა. უწყების ინფორმაციით, თამარ ხულორდავამ სტუმრებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მან პენიტენციურ სისტემაში ადრე არსებულ ვითარებაზე და 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო რეგულაციებზე, მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესებაზე, სისტემაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, პენიტენციური ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრიორიტეტია. მისი თქმით, მთლიანად შეიცვალა ამ კუთხით არსებული მიდგომა და მსჯავრდებულს საშუალება აქვს სასჯელი სათანადო პირობებში მოიხადოს. სამინისტრო მუშაობს ისეთი პროგრამების დანერგვაზე, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა სოციალურ და სარეაბილიტაციო პროგრამაში და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ. სტუმრებმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობისა და სერვისების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. „დღეს ავსტრიის დელეგაციას ვუმასპინძლეთ. დელეგაცია წარმომადგენლობითია და მასში ავსტრიის უზენაესი, სააპელაციო და რაიონული სასამართლოების, გენერალური და რაიონული პროკურატურების, ასევე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. მათი შეხვედრების მიზანი საქართველოს იუსტიციის, მართლმსაჯულების და სასჯელაღსრულების სისტემის გაცნობაა. სტუმრებს მივაწოდეთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე, პრობაციის სფეროში არსებულ ვითარებაზე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ, როგორც გამოცდილებაზე, ასევე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვენის სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარემ მარიამ ვანკე-ცერვენკამ შეხვედრა დადებითად შეაფასა. „დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან საინტერესო იყო. საქართველო ავსტრიისთვის ახლობელი ქვეყანაა. სასჯელაღსრულების სფეროში გამოწვევები ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირია. გვაინტერსებს ამ კუთხით როგორ მიდის განვითარება, რა მიზნები და გეგმები აქვს საქართველოს. გარდა ამისა, ვინტერსედებით იმით, თუ რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი აღნიშნულ სფეროში როგორც თქვენს, ასევე, ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, მოხარული ვიქნები, თუ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა მარიამ ვანკე-ცერვენკამ. დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროში და სხვა უწყებებშიც გამართავენ შეხვედრებს.
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)