22:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 10:31:38, 563 ნახვა

სამართალი
ქიბარ ხალვაშის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამიას დღევანდელმა ისტერიულმა განცხადებებმა   კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მოთხოვნები „რუსთავი 2“-ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით იყო დროული და აუცილებელი ღონისძიება ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის პროცესში, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი დავისა, ნიკა გვარამიას უკან მდგომმა ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებმა, კიდევ ერთხელ სცადეს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის, არაპირადპირი გზით, არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალების „მოლარის“ დავით კეზერაშვილის სიძეზე გადაფორმება.

„საყურადღებოა ის ფაქტი, რომ  დაახლოებით სამი წლის წინაც, 2012 წლის 4 ოქტომბერს, ასეთი მცდელობა ჰქონდა დავით კეზერაშვილს და ახლაც, ხელისუფლების დანაშაულებრივი წაყრუებითა და უმოქმედობით, იმავე სქემით ცდილობს ჩვენი საკუთრების კიდევ ერთხელ მითვისებას.

პოლიტიკურ დემაგოგიაში გაწაფული გვარამია,სასამართლო დავის დაწყების პირველი დღიდან  ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ  სამართლიანობის აღდგენას ვერაფერი აღუდგება წინ. მან დღესაც ჩვეულ სტილში განახორციელა არნახული ზეწოლა სასამართლოზე.

იმედი გვაქვს,  ახალი სასამართლო არ დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას, არც ხელისუფლება დაყვება შანტაჟს, ჩვენ კი საკმაოდ მიზანსწრაფულები ვართ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყოფილ იურისტ გვარამიას, შეწყვიტოს  ყოვლად გაუმართლებელი ზეწოლა სასამართლოზე და ხელს ნუ შეუშლის ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით, სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას.

გვსურს,საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთ თემაზე გავამახვილოთ. გვარამია, ბოლო დროს, ხშირად მანიპულირებს ტელეკომპანიის დახურვის თემით, რითაც  ცხადს ხდის ვერაგულ ჩანაფიქრს - მას და მის თანაგუნდელებს, ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერებით, სურთ ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე.

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კომპანიის ხელოვნურად გაკოტრების ცდებს და ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არ გაჩერდება და არცერთი, ვიმეორებთ, არცერთი ჟურნალისტი და თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს. პირიქით, ჩვენ  ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი,   ნორმალური,მშვიდი და ღირსეული სამუშაო პირობები“, - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის პრესსამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics