საზღვრის უკანონოდ კვეთის და მიგრანტის გადაყვანის მცდელობის ბრალდებით თურქეთის და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს
საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული თურქლს თ, ბანგლადეშის მოქალაქეები - 1993 წელს დაბადებული მუსტაკ ა. და 1986 წელს დაბადებული მურად მ. დააკავეს.