ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, გოჩა ზეიკიძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „მუხრანი აგრო“ დაათვალიერა.