2017-02-02 08:26:11, 692 ნახვა
რეგიონი
ქარელში რუსმა ოკუპანტებმა 2 ქალი გაიტაცეს
ქარელი მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მახლობლად რუსმა ოკუპანტებმა ორი ქალი გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა 39 წლის შორენა და 26 წლის ლაურა ბალახაძეები დააკავეს. ორივე მათგანი თბილისელია.
გატაცების ფაქტს სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, სადაც აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ქალბატონებს ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან