20:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 14:45:04, 808 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ერთდღიანი ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძესთან ერთად  ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრა გამართეს ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან  ვასიფ თალიბოვთან. 

მათივე ცნობით, უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ ვასიფ თალიბოვმა ზურაბ პატარაძეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ვასიფ თალიბოვის თქმით, აზერბაიჯანი პატივს სცემს  საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა წარმატებულია.

ზურაბ პატარაძემ, თავის მხრივ, ისაუბრა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ დადებით შედეგებზე, რასაც აბრეშუმის გზის პროექტი ორივე ქვეყნის ეკონომიკას მოუტანს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბაქო-თბილის-ყარსის მშენებარე გზის დასრულება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები ავტონომიური რესპუბლიკების უნივერსიტეტებს შორის, გააქტიურდება ბავშვთა მკურნალობის პროგრამები ნახიჩევანის და აჭარის გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრებში.

ახალი თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებს. განხილულ იქნა ნახიჩევანი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღების საკითხი, წამყვანი ტურ-ოპერატორების რეგიონში სტუმრობა და ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა.

სოფლის მეურნეობის სფეროში აზერბაიჯანული მხარე მზად არის ითანამშრომლოს მთიან აჭარაში მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარიდან ციტრუსის ექსპორტირების შესახებ. 

უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, რაშად ისმაილოვი.

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანის ცენტრალურ  და ადგილობრივ მედია საშუალებებში.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics