|
2017-02-02 15:29:26, 791 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სახლის ნანგრევებში მოყოლილი პაციენტი მოინახულა
დაბა განთიადში სახლის ნანგრევებში მოყოლილი პაციენტი ქ. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური. დაშავებულს აღენიშნება დაჟეჟილობა და ლავიწის ძვლის მოტეხილობა, პაციენტი რჩება კლინიკაში. სტიქიის შედეგად დაშავებული აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მოინახულა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. „პაციენტი რჩება კლინიკაში და გრძელდება ექიმების მეთვალყურეობა. ამ ეტაპზე დაშავებული არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, თუმცა ექიმები მის ჯანმრთელობას მკაცრად აკონტროლებენ და მდგომარეობის შესაბამისად იმოქმედებენ“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. ცნობისთვის, დაბა განთიადში საცხოვრებელი სახლი დღეს დილით ჩამოინგრა. ნგრევის შედეგარ გარდაიცვალა 50 წლის მამაკაცი, ხოლო დაზიანებები მიიღო ოჯახის ორმა წევრმა, ისინი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში გადიან.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)