20:16 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 12:14:39, 698 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებში 2017 წლის პროგრამების წარდგენა დაიწყო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში 2017 წლის პროგრამების ინდივიდუალური წარდგენა დაიწყო.

პირველი გაცნობითი შეხვედრა კლინიკა „მედცენტრში“ გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ცნობით, 2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 14, 562, 900 ლარს შეადგენს, აქედან პროგრამული ნაწილი 11 829 990 ლარით განისაზღვრება. წელს უწყება და მასზე დაქვემდებარებული უწყებები ჯამში 25 პროგრამას ახორციელებენ.

2017 წლის პროგრამული სიახლეები:

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წელს პირველად ახორციელებს „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამას. პროგრამის მიზანია: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესება, პაციენტისათვის ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვება. პროგრამის მოსარგებლეებს წარმოდგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები. დაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს.

„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, რომლთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გამოეყოფათ, ერთჯერადად 50 000 ლარი. წლის განმავლობაში დაფინანსდება 5 პაციენტი, რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით. 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინასებდა 10 000 ლარის ფარგლებში.

„ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას, 2017 წელს, ბენეფიციარებად დაემატება ყველა შშმ პირი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები).

2017 წელს, „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ბიუჯეტი პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გათვალისწინებით გაიზარდა 100 000 ლარით.

სამინისტრო დადასტურებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს გეგმიური ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას 30%-ით დაუფინანსებს.

2017 წელს გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება.

„2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა 57,069 ბენეფიციარს. აქედან, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით - 6,662-ს (რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 28%-ით მეტია), სოციალური დაცვის პროგრამებით - 2,280-ს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით 48,007-ს, დასაქმების სააგენტოს პროგრამებით გადამზადდა -120 ბენეფიციარი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics