თეა წულუკიანი: SIDA ჩვენი ყველაზე ერთგული, ძვირფასი პარტნიორია, მათთან თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავთ
SIDA ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, ძვირფასი პარტნიორია, მათ პატივს ვცემთ და მათთან თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავთ,-ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გოგა ხაინდრავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შვედეთის განვითარების სააგენტო კარლ ბილდტის მონაწილეობით კორუფციული სქემით ქართულ NGO-ებს აფინანსებს.