ბაქრაძე: სოხუმში ევროკავშირის ოფისის გახსნა, მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტშია შესაძლებელი
„ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ოკოპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს, ეს განიხილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სოხუმში ოფისს ხსნის.