|
2015-05-06 15:46:50, 481 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: "ევექსმა" ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, კომპანია "ევექსის" გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კომპონენტების ნაწილიდან გამოსვლის შესახებ ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. სერგეენკოს განცხადებითვე, მან არ იცის, რამდენად გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ შუახევში ადამიანის გარდაცვალება. "კომპანია "ევექსმა", სამწუხაროდ, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა სერვისების შემცირების მხრივ. არ ვიცი, რამდენად გამოიწვია ამან ამ ადამიანის გარდაცვალება, ჩვენ ამას უახლოეს საათებში დავადგენთ და გვეცოდინება. ვფიქრობ, დავარეგულირებთ სიტუაციას ისე, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას", - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისათვის თანხების გადარიცხვის დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. შეგახსენებთ, 24 წლის დაჭრილი ახალგაზრდა შუახევში „ევექსის“ კლინიკაში მივიდა, თუმცა საავადმყოფოში ქირურგი არ იმყოფებოდა და მამაკაცი მიყენებული ჭრილობების გამო სისხლისგან დაიცალა. სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კომპონენტების ნაწილიდან გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)