07:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი კვირიკაშვილი ინგუშეთის მთავრობასთან გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხის განხილვას უარყოფს
პარლამენტში ორი ახალი სამუშაო ჯგუფი იქმნება
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს. 

მარგველაშვილი: ტრაგიკულად დაღუპულმა პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი თავდადებისთვის მადლიერი ვართ
ბაქრაძის ინფორმაციით, ინგუშეთსა და საქართველოს შორის რკინიგზის მშენებლობის საკითხი არ განხილულა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას, ინგუშეთსა და საქართველოს შორის გზისა და  რკინიგზის  მშენებლობის საკითხი არ განუხილავს.

ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე წარმატების მაგალითი ვიყოთ

„ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე  კონკრეტული შედეგებით წარვდგეთ და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, წარმატების მაგალითი ვიყოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

კვერენჩხილაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა მხოლოდ 28 კაციანი სიიდან მოხდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა მხოლოდ პრეზიდენტისთვის წარდგენილი 28  კაციანი სიიდან მოხდება.
 

ვიქტორ ორბანი: რიგის სამიტზე მოვითხოვთ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს

“რიგის სამიტზე ჩვენ მოვითხოვთ,  რომ საქართველომ  უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს“, -ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კვერენჩხილაძე: ჯონი ხეცურიანი სიაში არაა, რადგან სატელევიზო ფორმატში დასახელდა და ჩვენთან წერილობითი წარდგინება არ მომხდარა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე "ლეიბორისტული პარტიის" მიერ დასახელებული ჯონი ხეცურიანის კანდიდატურა სიაში იმიტომ არ არის, რომ  მისი წარდგენა სატელევიზიო ფორმატში მოხდა  და ადმინისტრაციაში წერილობითი განაცხადი არ შესულა.
 

ვალერი ზუმბაძე თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერი ზუმბაძე თანამდებობიდან გადადგა.

 

კვერენჩხილაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის რა შანსი აქვს ქუცნაშვილს, ამას ჯერ ვერავინ იტყვის
გიორგი კვერენჩხილაძე: არაუგვიანეს 23 თებერვლისა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთი კანდიდატურა დასახელდება

საზოგადოების  წარმომადგენლების  მიერ უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარეობის  კანდიდატურის  დასახელების ეტაპი 9 თებერვალს დასრულდა. 

დავით ნარმანია მადრიდის მერს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.

ლევან გურგენიძე: ელექტრონული ვიზები ქვეყანაში არალეგალების წარმოქმნას ხელს არ შეუწყობს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან გურგენიძის მტკიცებით, ვიზების ელექტრონულად აღება ქვეყანაში ახალი არალეგალების წარმოქმნას ხელს არ შეუწყობს.
 

ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

„11-მა წამყვანმა აკადემიურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დამასახელა უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. მე ამ წარდგენას ვიღებ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics