11:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 09:39:36, 385 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 38 პარლამენტის წევრმა მისცა. კენჭისყრა წუხელ, გვიან ღამით გაიმართა.

ახალ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია - თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები უცვლელია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ისევ გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა, ენეგრეტიკის მინისტრის პოსტი კახი კალაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას  დავით სერგეენკო იკავებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის პოსტს სოზარ სუბარი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იქნება, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი,  სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics