2015-05-09 10:02:20, 329 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა თინა ხიდაშელთან ერთად უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრთან თინა ხიდაშელთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გიორგი მარგველაშვილი ვაკის პარკში თავდაცვის მინისტრთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ომის ვეტერანები, მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეიკრიბნენ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანამემამულეებს პატივს მიაგებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან