გივი თარგამაძე: შსს–მ თანამშრომელი ქვეყანაში კანონიერი ქურდის შემოსვლის ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის გაათავისუფლა
„საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს კანონიერი ქურდის ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით ფარულად შემოყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე შსს–ს მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომელის რუსლან ბაზიაშვილის გათავისუფლებას.