21:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 15:19:57, 446 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: დაიძრა ის საკითხი, რომელზეც არსებობდა კითხვის ნიშნები

"იმ მიმართულებით დაიძრა ის საკითხი, რომელზეც არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით  ბაქრაძემ  საფრანგეთთან გაფორმებულ  ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა. 
მისივე თქმით, საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება  ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ნატოსთან ურთიერთობას. 
„ამ მიმართულებით დაიძრა ის საკითხი, რომელზეც არსებობდა გარკვეული სპეკულაციები და კითხვის ნიშნები. ბატონი მინდია ჯანელიძის დროს ფაქტობრივად სრულად მომზადდა ის ხელშეკრულება, რომელზეც გუშინ თინა ხიდაშელმა მოაწერა ხელი. ეს არის თავდაცვის უნარიანობის ამაღლების და ნატოსთან თავსებადობის კუთხით ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება“,-განაცხადა  დავით ბაქრაძემ. 
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება გააფრომა.  თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics