14:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები არ შემცირდება

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის შეფასებით, სამხედრო მოსამსახურეების და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით თანხების დაზოგვა არ იგეგმება. 

 

ზაქარეიშვილი: ე.წ. ხელშეკრულება არის რაღაც ქაღალდი, რომელსაც ვიღაცებმა ხელი მოაწერეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება არანაირი ძალის მქონე არაა.

მინდია ჯანელიძე პარლამენტში მისვლას უახლოეს მომავალში გეგმავს

საქართველოს თავდაცვის მინიტრი მინდია ჯანელიძე უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოში მისვლას გეგმავს.

მინდია ჯანელიძე: თავდაცვის სამინისტროში კადრების შემცირება არ იგეგმება

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის უწყებაში კადრების შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი ეყოლება

შს მინისტრი ადასტურებს, რომ ზურაბ ზუბადალაშვილი მომსახურების დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს,-აღნიშნული განცხადება მან მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

 

კახა კალაძე: ვთხოვ მოსახლეობას, თავი შეიკავონ

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოსახლეობას სთხოვს, თავი შეიკავონ საპარლამენტო ოპოზიციიის პროვოკაციებისგან, - აღნიშნული განცხადება კალაძემ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა.

ნოდარ ხადური: რბილი ავეჯიც იქნება შეძენილი, თუ ის აუცილებელია ფუნქციონირებისთვის

რბილი ავეჯიც იქნება შეძენილი, თუ ის აუცილებელია ფუნქციონირებისთვის,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის მიერ ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

საგარეო უწყება: საქართველო ტუნისში მდებარე მუზეუმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს მკაცრად გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ ტუნისში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

თამარ სანიკიძე: ვისაც არ უნდა, რომ მათი შვილები რუსთაველზე დაგეგმილ ჩვენებაზე მოხვდნენ, ყურადღებით იყვნენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მშობლებს მოუწოდებს, ვისაც არ უნდა მათი შვილები რუსთაველის გამზირზე  დაგეგმილ სკანდალური კადრების ჩვენებაზე არ მოხვდნენ, ყურადღებით იყვნენ. 
 

ჩეხეთის სენატმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა, 18 მარტს გამართულ კენჭისყრაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.

 

თამარ სანიკიძე: პედაგოგების ხელფასებს საფრთხე არ ემუქრება

"პედაგოგების ხელფასებს საფრთხე არ ელოდება", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში "ქამრების შემოჭერის" თემის კომენტირებისას  განუცხადა. 
 

თამარ სანიკიძე: წიგნების ფასებზე დიდ სხვაობას არ ველოდებით

განათლების და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ვარაუდით, სასკოლო წიგნების ფასები არ გაიზრდება. 
 

იენს სტოლტენბერგი: ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს

„გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“,-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჟენევის მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი რთულ ვითარებაში ჩატარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

პრემიერი: აღმაშფოთებელია, რომ ეს მოძალადეები დღეს კიდევ აქტიურობენ და სამეგრელოში გაუგებარი ადამიანები ჩაყავთ
ირაკლი ღარიბაშვილი: ცივილიზებული სამყარო რუსეთსა და ცხინვალის რეჟიმს შორის ე.წ ხელშეკრულებას ნეგატიურად აფასებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics