|
2015-06-16 18:23:44, 369 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ზოოპარკის ტერიტორიაზე სოლიდარობის პარკი უნდა გაშენდეს
ზოოპარკის ტერიტორიაზე სოლიდარობის პარკი უნდა გაშენდეს, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერი გმირთა მოედანზე განთავსებულ საგანგებო შტაბს ეწვია და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მისი მოსაზრებით, სტიქიამ დღის წესრიგში ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანის საკითხი დააყენა. „აქტიურად განიხილება ზოოპარკის სხვაგან გადატანის საკითხი და მის ტერიტორიაზე კი ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი იქნება გაკეთდეს პარკი, პირობითად სოლიდარობის პარკი. კარგი დასასვენებელი პარკი უნდა გაშენდეს ქალაქის ცენტრში,“ – აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, დღესვე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის პროცესი დაჩქარდება. მისივე თქმით, სტიქიამდე დედაქალაქის მთავრობას ზოოპარკის გადატანის თაობაზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)