|
2015-06-16 18:34:04, 390 ნახვა
პოლიტიკა
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ვერეს ხეობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართავს, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რათა მოსახლეობაში პანიკის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ. ინფორმაციას ამის თაობაზე საგანგებო შტაბი ავრცელებს. ასევე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მდინარე ვერეს ხეობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამასთანავე, მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა ავტომანქანებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. "13 ივნისს სტიქიური მოვლენების განვითარების შემდეგ საგანგებო შტაბში შემუშავებულ იქნა პრევენციული ღონისძიებების გეგმა. დღეს ამ გეგმის შესაბამისად ვიმოქმედეთ. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია მდინარე ვერეს წყალშემკრები აუზის არეალში ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ, რამდენიმე წუთის განმავლობაში განხორციელდა მდგომარეობის გადამოწმება სასიგნალო სისტემის მეშვეობით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მდ. ვერეს ხეობაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დროებით შეჩერების შესახებ. განხორციელდა ადამიანების და ტექნიკის გაყვანა უსაფრთხო ზონაში. სამუშაოები განახლდება ამინდის გაუმჯობესებისთანავე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)