ვოლსკი წიკლაურს: ე.წ. დესანტის წევრები თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც არიან, რომლებსაც მეტი კონტაქტები აქვთ
"ე.წ. დესანტის წევრები არიან თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც, რომლებსაც გაცილებით უფრო მეტი ნაცნობი წრე, კონტაქტები აქვთ და საკმაოდ ორგანიზებული პარტიული ორგანიზაცია - "სახალხო პარტია" უჭერს მხარს",- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს, რომელმაც სტრასბურგში მყოფ საქართველოს დელეგაციას დესანტი უწოდა