15:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 15:29:37, 653 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: უმჯობესია, ბატონი მეჭიაური იმ საქმით დაკავდეს, რასაც პარლამენტში სათავეში უდგას

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კატეგორიულად ემიჯნება "ქართული ოცნების" დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს, თუ  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის.

როგორც სესიაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, თამაზ მეჭიაურის განცხადება, საქართველოს ხელისუფლების პოზიციისგან და არჩევანისგან  აბსოლუტურად აცილებულია.

სესიაშვილის შეფასებით, უმჯობესია, თამაზ მეჭიაური იმ საქმით დაკავდეს, რასაც პარლამენტში სათავეში უდგას (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე).

"აბსოლუტურად აცილებულია ბატონი თამაზის განცხადება საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს სახელმწიფოს  პოზიციისგან, მისი არჩევანისგან. მესმის, რომ  ბატონი თამაზ მეჭიაური დეპუტატია, მას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუმცა ვისურვებდი, რომ   თითოეულმა ჩვენთაგანმა განსაკუთრებით, პარლამენტის წევრებმა, მეტი გონიერებით მოვეკიდოთ  არსებულ მოცემულობას. 

უმჯობესია, რომ ბატონი თამაზი დაკავდეს იმ საქმით, რასაც  უდგას სათავეში, საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტს ვგულისხმობ და არ მგონია, რომ  მისგან სწორი იყოს განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება მითუმეტეს იმ საკითხებში, სადაც ვფიქრობ, მისი ცოდნა, გამოცდილება, სიღმრმისეული ჩახედულობა  არ არის ადეკვატური. ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნები ამ განცხადებას და კიდევ ერთხელ  შევახსენებ თითოეულ  ჩვენთაგანს, რომ ასეთი განცხადებები, საწმუხაროდ, აჩენს კითხვებს, მართალია, უსაფუძვლო კითხვებს, მაგრამ ამ კითხვების  გაჩენაც კი, სამწუხაროდ, გარკვეულწილად აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, ჩვენი  პოლიტიკური კულტურის იმიჯს.

სხვა  ქვეყნებშიც არსებობენ დეპუტატები, რომელთაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ  მათი ეს განსხვავებულობა გაერთიანებულია შესაბამისი  ორიენტაციის პოლიტიკურ ჯგუფებში და მე არ მინდა, რომ  "ქართულ ოცნებაში" ასეთი რადიკალურად  განსხვავებული პოზიციები სააშკაროოდ ჩანდეს იმდენად, რამდენაც ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს აქვს არჩევანი გაკეთებული, ეს არის ევროპული და ევროატლანტიჯური სივრცე, ესაა ჩვენი ხალხის თანმხვედრი პოზიცია და ასევე საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა, სადაც საქართველო აკეთებს სწორ არჩევანს.კეთილი უნდა ვინებოთ და ამ არჩევანის ერთგულები უნდა ვიყოთ და არამც და არამც საკუთარი აზრების დემონსტრირებით არ უნდა დავაზიანოთ,  ჩემი აზრით, როგორც ვიწრო პოლიტიკური ინტერესები-ასევე ქვეყნის ინტერესები", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ექსპრესნიუსს".

შეგახსენებთ,  "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. კერძოდ, მეჭიაურის განმარტებით, საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის.

კითხვაზე, ვინ ითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოსგან, მეჭიაური პასუხობს, რომ  „ამას ყველა ამბობს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics