|
2016-05-09 13:46:17, 588 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა გურჯაანში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გურჯაანში საბრძოლო დიდების მემორიალი - კარისკაცის მამის ობელისკი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ობელისკთან შეკრებილ ომის მონაწილეებს გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ თავდადებას სახელმწიფო არასოდეს დაივიწყებს. პრეზიდენტმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა მარიამ ბეჟაშვილი, გიორგი ვანკო, ალექსანდრე კახაბრიშვილი, მარიამ კევლიშვილი, გიორგი მათიაშვილი და ილია ჯავახიშვილი. „მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და თქვენთან ერთად ვზეიმობ. მიხარია, რომ ჩვენ შორის არიან ის გმირი ადამიანები, ვინც შესაძლებელი გახადა ეს დღე მილიონობით ადამიანებისათვის. მაშინ, როდესაც ჩვენი ვეტერანები ბრძოლის ველზე იბრძოდნენ კაცობრიობის ისტორიის ბედი წყდებოდა. მაშინ კიხთვის ქვეშ იდგა, გაგრძელდებოდა თუ არა კაცობრიობა, გაგრძელდებოდა თუ არა ცივილიზაცია, თუ ბოროტი გაიმარჯვებდა კეთილზე სამუდამოდ. ჩემო პატივცემულო ვეტერანებო, ვინც აქ ხართ, ვინც სახლში ბრძანდებით, ვინც მთელი მსფოლიოს მასშტაბით დღეს ზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ქედის მოხრით მინდა მადლობა გითხრათ თქვენი გმირობისათვის. იმ გმირობისათვის, რომელიც თქვენ სრულიად ახალგაზრდა გოგო- ბიჭებმა ჩაიდინეთ და რითაც შესაძლებელი გახადეთ არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ნებიმსმიერ ქვეყანაში გაგრძლებულიყო სიცოცხლე და გაგრძლებულიყო კაცობრიობის ისტორია. დღეს, თქვენ მთელი კაცობრიობა გეუბნებათ მადლობას ამ გმირობისათვის. დღეს, ბუნებრივია ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებსაც, ვინც თქვენთან ერთად იბრძოდა და სიცოცხლე გასწირა. საქართველომ განსაკუთრებული და საგანგებო წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. დღეს ჩვენ ვართ კახეთში, აქედან ვულოცავთ მთელს საქართველოს ამ დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოდესმე კიდევ ვინმე გაბედავს და გაილაშქრებს კაცობრიობის წინააღმდეგ, გაილაშქრებს ჰუმანიზმის წინაარმდეგ, შეეცდება, რომ ჩვენი მამული დაიპყროს და შერყვნას, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში, ისევე როგორც დიდი სამამულო ომის დროს, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გურჯაანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენშტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის მრჩევლები ალექსანდრე ბარბაქაძე, ფიქრია ჩიხრაძე და თენგიზ ფხალაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)