07:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას 10-ჯერ მეტი „ნარუშილოვკა“ ჰქონდა გაცემული

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, წინა ხელისუფლებას 10-ჯერ მეტი "საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი საშვი“ - „ნარუშილოვკა“  ჰქონდა გაცემული. 

ირმა ნადირაშვილი უმრავლესობას: პოლიცია ივანიშვილისა და მისი პინგვინების სიმშვიდის სადარაჯოზე გადაიყვანეთ

"თქვენ  პოლიცია ბიძინა ივანიშვილის და მისი პინგვინების სიმშვიდის სადარაჯოზე გადაიყვანეთ, რითიც მათ ღირსებას ფეხი დააბიჯეთ",-ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. 

თბილისის ვიცე-მერი: ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, ე.წ. ნარუშილოვკები ძალას კარგავს

2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული "საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი“ - ე.წ. „ნარუშილოვკები“ ძალას კარგავს. 

ნოდარ ხადური ლიტვის ახალ ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასის შეხვდა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობა მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განცხადებით, მათ მიერ კომპანიებთან ხელშეკრულება გარკვეული ინტერესების გათვალისწონებით ფორმდება. 

თეა წულუკიანი: ჩემი მიზანია, ვიღაცებს არ მივცე საშუალება, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგში იმყოფება. მინისტრი ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეს შეხვდება. 

მეჭიაური საგანელიძეზე: წასულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი

„წასულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიუარი დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გადასვლას. 

ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან გადადგა

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან გადადგა. 

იან კელი: საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ

„საქართველოს შეუძლია იმ თავგანწირვით იამაყოს, რომელსაც მისი შვილები ავლენენ“, - ამის შესახებ ამერიკის ეჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს ვაზიანის ბაზაზე ქართველი სამხედროების გაცილების შემდეგ განუცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ ხალიდ ბინ აჰმედ ალ-ხალიფას შეხვდა.

 

გიორგი მარგველაშვილი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ყველა ინვესტორს საქართველოში ბიზნესის დაწყების საქმეში უპირობო მხარდაჭერას გაგიწევთ

საქართველოს მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ყველა ინვესტორს, საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და წარმართვის საქმეში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში საინვესტიციო ფორუმზე შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებს.

ღარიბაშვილი: საქართველოში სამართლის უზენაესობა მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება

საქართველოში სამართლის უზენაესობა მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი: შეწყალების მექანიზმის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას არ დავუშვებ

„შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად, მის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას არ დავუშვებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ-იორკში, ყოფილი მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას, შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

საქართველომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში - Council for Foreign and Community Relations, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics