15:08 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 14:19:14, 510 ნახვა

პოლიტიკა
კაკაჩია: არც ერთ დოკუმენტში არ წერია, რომ საქართველოს ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ

„არც ერთ დოკუმენტში, რომელიც საქართველო-ნატოს ფარგლებში გაფორმებულა, იქნება ეს ხელშეკრულება თუ სხვა სახის დოკუმენტი არც ერთ მათგანში არ ყოფილა აღნიშნული, რომ საქართველოს ნატოში აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ“, - ასე ეხმაურება „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას.

კორნელი კაკაჩიას შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ე.წ. პრორუსულ ძალასა და პროდასვლურ ძალას შორის. საგრეო პოლიტიკური კურსის მომავალიც ამაზეა დამოკიდებული.

„არც ერთ დოკუმენტში, რომელიც საქართველო-ნატოს ფარგლებში გაფორმებულა, იქნება ეს ხელშეკრულება თუ სხვა სახის დოკუმენტი არც ერთ მათგანში არ ყოფილა აღნიშნული, რომ საქართველოს ნატოში აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ. პირიქით ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე აკეთებს აქცენტს, ეს არის ნატო. თუ გადავხედავთ ბოლო ათწლეულის დინამიკას ვისაც ყველაზე ნაკლები კრიტიკა ეკუთვნის ამ მიმართულებით, ეს არის ნატო, განსხვავებით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

არ ვიცი რას ეყრდნობა ამ განცხადების პათოსი. არ ვიცი ეს პარტიული ინტერესებიდან არის გამომდინარე თუ სხვა რაიმეთი. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ეყრდნობა ეს რაიმე დაოკუმენტს“, - აცხადებს კაკაჩია.

პოლიტოლოგი აქვე დასძენს, შეინიშნება, რომ კოალიციის შიგნით გარკვეული ძალები საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას ცდილობენ.

„მცდელობაა, რომ მოხდეს საგარეო პოლიტიკური კურსის რევიზია. ვინაიდან თვითონ „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარეობს შიდა პარტიული ბრძოლა არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება რომელი ჯგუფი გაიმარჯვებს - პრორუსული თუ ეს ახალგაზრდების ჯგუფი, რომელსაც გამოკეთილი პროდასავლური შეხედულებები აქვთ. შესაძლოა მეჭიაურის ეს განცხადება ამ შიდა ბრძოლის გამოძახილიც იყოს. უახლოეს ხანში ვნახავთ თუ როგორ გადანაწილდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია", - განუცხადა "ექსპრესნიუსს" კორნელი კაკაჩიამ.

ცნობისთვის, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

მისისვე თქმით, საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის.

კითხვაზე, ვინ ითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოსგან, მეჭიაური პასუხობს, რომ  „ამას ყველა ამბობს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics