"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას აფასებს. როგორც ფანჯიკიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სამწუხაროდ, რეალობა არ არის ისეთივე კარგი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაში დაიხატა. ფანჯიკიძის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე მეტი უნდა ესაუბრა.