16:43 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 16:22:40, 521 ნახვა

პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: ნატო სულ გვეუბნება, მობრძანდით კარი ღიააო, მაგრამ იმ კარში ნაბიჯიც არ შეგვადგმევინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნებაში“ პრორუსულ ძალასა და პროგრესულ ჯგუფს შორის შიდა ბრძოლა მიმდინარეობს.

როგორც დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, შესაძლოა ვიღაც აკეთებს პრორუსულ განცხადებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდის პათოსი პრორუსულია. მისივე შეფასებით, თამაზ მეჭიაურის განცხადებები პრორუსული ჟღერადობის არ არის.

„ქართული ოცნება“ პრორუსული არ არის, თუმცა ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას ვემხრობით. კოალიციის შიგნით შესაძლოა იყოს პრორუსული განცხადებებიც, მაგრამ ჩვენ ხომ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობთ და არა კოალიციაზე.

თამაზ მეჭიაურის განცხადება პრორუსულის გამოხატულება არ ყოფილა. მეც ვიზიარებ მეჭიაურის შეფასებას, რომ არ გვინდა ნატოში შესვლა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე.

მე არ მაქვს ამაზე კონკრეტული ინფორმაცია. თუ ასეთი წინაპირობა დაყენებული არ ყოფილა არასოდეს, მაშინ უნდა გავაგრძელოთ ალიანსისკენ სვლა. იგივე ნატო სულ გვეუბნება, რომ მობრძანდით კარი ღიაა, მაგრამ იმ კარში ნაბიჯიც არ შეგვადგმევინა. ნუ ვატყუებთ ქართველ ხალხს. კი ბატონო ჩვენ ვისწრაფით ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მაგრამ საპასუხო ნაბიჯები მათაც უნდა გადმოდგან“, - აცხადებს ნიშნიანიძე.

დეპუტატი კომენტარს საქართველოში ნატოს წვრთნების შესახებაც აკეთებს და დასძენს, რომ ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.

„ამას პროვოკაციად არ ვთვლი, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. რუსეთის ნებისმიერი გაღიზიანება შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს. თუნდაც ის საკითხი, რომ უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული არხები ქართულ ტელესივრცეში, მე შეცდომად მიმაჩნია. არაფრის მომცემი ნაბიჯების გადადგმისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა რა თქმა უნდა პრინციპულები უნდა ვიყოთ. ჩვენი ტერიტორიის ერთი სანტიმეტრიც არ გვემატება არავისთვის - რუსეთი იქნება, თურქეთი თუ ვინც არ უნდა იყოს ის“, - განუცხადა ომარ ნიშნიანიძემ „ექსპრესნიუსს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics