16:42 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 13:06:00, 516 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი მეჭიაურზე: მაინტერესებს, ამ დაუოკებელ კაცს ვინმე გააჩერებს? პარტიას დაღუპავს

 „მაინტერესებს, ამ დაუოკობელ კაცს ვინმე გააჩერებს თუ არა? თვითონ რომ არ გაჩერდება, ეს მესმის. მეჭიაური პირობებს ნუ გვიყენებს, რადგან ჩვენ პარტია ვართ, მეჭიაური კი, ადამიანია. პარტიას მოპოვებული აქვს რაღაც, მეჭიაურმა რა მოიპოვა და რა ავტორიტეტი აქვს“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებებს.

ბერძენიშვილის შეფასებით, თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ ისევ ისე დაღუპავს, როგორც საკუთარ  თავს ღუპავს.

„მაინტერესებს, ამ დაუოკობელ კაცს ვინმე გააჩერებს თუ არა? თვითონ რომ არ გაჩერდება, ეს მესმის. მეჭიაური პირობებს ნუ გვიყენებს, რადგან ჩვენ პარტია ვართ, მეჭიაური კი ადამიანია, რომელთა შორის დიდი განსხავავებაა. ისტორიის მანძილზე, პარტიას მოპოვებული აქვს რაღაც, მეჭიაურმა რა მოიპოვა და რა ავტორიტეტი აქვს, ეს არ მკითხოთ და არ მითხრათ, რომ ნატოში მის ბიოგრაფიას სწავლობენ. ის საფინანსო ინსპექციის დონეზე ავიდა და ერთხელ ინსპექტორიც კი იყო, მაგრამ ნატოში ამ კაცის შესწავლას არ დაიწყებენ. მისი პირობები სასაცილოა. საერთოდ, ის იუმორისტულ ფიგურად ყალიბდება და ვიცინებდით, რომ სერიოზული არ იყოს ის, რასაც ამბობს. მან ამერიკასა და ბრიტანეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ეს ქვეყნები გვეხმარებიან და მათ ტექნიკა ჩამოიტანეს. ჩვენ ვამბობთ, არ გვინდა ამერიკისა და ბრიტანეთის პარტნიორობა, მეჭიაურის გვირჩევნია. რაში მადარდებს, მეჭიაური სიაში იქნება თუ არა?ის იმ პარტიას დაღუპავს, ისევე როგორც თავს იღუპავს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს განაცხადა, რომ ის პოსტს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი თანამდებობებს „რესპუბლიკელი“ მინისტრები დატოვებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics