გიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მედიას თავისუფალი მაუწყებლობის საშუალება მიეცეს
"საერთოდ ჯობია საკითხები ერთმანეთთან შესადარისი იყოს, უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა ორმაგი სტანდარტის გამოვლინება, როდესაც "რუსთვი 2" ის მხარდამჭერ აქციაზე "ქართული ოცნების" წევრის დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფისთვის პირს სისხლის სამართლის კოდექსით ასამართლებენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეურაცხყოფისთვის კი, 100 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.