მიხეილ ჯანელიძემ ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დანიელ მიტოვთან, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იმყოფება.