|
2016-07-25 17:23:58, 772 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პაპუაშვილზე: მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის პირველი განცხადების შემდეგ, მას ტელეფონით დაუკავშირდა და შესთავაზა პროკურატურისთვის მასალები მიეწოდებინა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაპუაშვილმა სამწუხაროდ გადაწყვიტა, რომ არ მიემართა პროკურატურისთვის. პრემიერისთვის გაუგებარია რატომ არ შეიძლება აჭარის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური. „ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ჩვენს ინსტიტუციებს, მათ შორის ნებისმიერ ფილიალს და პროკურატურის ნებისმიერ რიგით წარმომადგენელს, უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ. მე არ მაქვს პრობლემა მასთან შეხვედრის რა თქმა უნდა, უბრალოდ მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან, რაც არის ყოვლად დაუშვებელი”,- აღნიშნა პრემიერმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)