|
2016-07-25 16:03:48, 697 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: პრეზიდენტის განცხადება იძულებითი იყო
ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოყვა, პრეზიდენტი იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთებინა. როგორც ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადება აბსოლუტურად კორექტული იყო. „პრეზიდენტის განცხადება აბსოლუტურად კორექტულია. მან ცალსახად თქვა, რომ ამ საქმეში ხელისუფლების ბრალეულობაზე არ ფიქრობს. პრინციპში, ხელისუფლების ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ ამ თემაზე მოილაპარაკონ. ვფიქრობ, მარგველაშვილის განცხადება იძულებითი იყო. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე სამართალდამცავებმა ავტომატურად არ აღძრეს საქმე, გარკვეულწილად უცნაური ვითარება მივიღეთ. ხელისუფლების მხრიდან ამ ინფორმაციის უაპელაციო უარყოფა მოხდა. იმის და მიუხედავად პაპუაშვილი მართალს ამბობს თუ არა, საქმე ყველა ვარიანტში უნდა აღძრულიყო. საქმე არ აღიძრა და ბუნებრივია კითხვები გაჩნდა. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ის ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან გასხვავებით, უდანაშაულობის პრეზუმციით ვერ სარგებლობს. მისი მოვალეობაა ამტკიცოს, რომ სხვა პროცესებს არ აქვს ადგილი“, - აცხადებს ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა. როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, ის არ გაუოცებია. მარგველაშვილის თქმით, ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო .
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)