|
2016-07-25 17:01:41, 697 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილმა წალენჯიხა-ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჩხოროწყუს მოსახლეობას, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებულ და მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. „ჩვენ ვაპირებთ 2020 წლის ბოლომდე ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში, როგორიც არის მაგისტრალები, დამაკავშირებელი გზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის, დავასრულოთ, რათა ტურისტები ჩამოვიდნენ ამ მშვენიერ რეგიონში, მათ შორის ჩხოროწყუში და ისიამოვნონ საქართველოს ისტორიით. გაეცნონ მას და რა თქმა უნდა, მეტი შემოსავალი მოუტანონ ადგილობრივ მოსახლეობას, ოჯახური ტიპის სასტუმროებს და ა.შ. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ამ ამოცანის განხორციელება თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია,"-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ანაკლიის პორტის სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, მასთან საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღეიდან 3 წელიწადში პორტის მშენებლობის საწყისი ეტაპი უნდა დამთავრდეს და ანაკლიის პორტმა უნდა დაიწყოს დიდი გემების მიღება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება გარდამტეხი წერტილი. ანაკლია და სამეგრელო გახდება საქართველოს მომავალი განვითარების ლოკომოტივი,"-აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის უსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება: „იმისათვის რომ ყველა ეს პროექტი წარმატებულად დასრულდეს, საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოება. დამეთანხმებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ერთის მხრივ ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროპას და ევროატლანტიკურ ოჯახს, მეორეს მხრივ ვანხორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენს უშუალო მეზობლებთან, და რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველოში უსაფრთხოება ვერ იქნება. ჩვენი მთავრობა არის ის ერთადერთი მართლაცდა ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან და რომლისთვისაც უმთავრესია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, გვჯერა რომ, ჩვენი მთავრობა, ჩვენი გუნდი, რომელსაც აქ ხედავთ, რომელთანაც იკრიბება ყველა კონსტრუქციული ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარება სურს, არის ის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელიც ამ მიზნების განხორციელებას შეძლებს. ამ გუნდთან უნდა დადგეს ყველა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობ, რომ ისეთი ღირსეული კაცი, როგორიც არის გოგა გულორდავა, უნდა წარმოადგენდეს ჩხოროწყუს და წალენჯიხას საქართველოს პარლამენტში". გოგა გულორდავამ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს ჩხოროწყუ-წალენჯიხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. გოგა გულორდავას წარდგენას პარტიის წევრები-ეკა ბესელია, რომან კაკულია, სოსო დანელია და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)