კვირიკაშვილი: დღევანდელი დღე არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო გმირობის მაგალითი
ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ მათ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.