12:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
რუსთავში დამკვირვებელბმა ენმ-ს მხარდამჭერი ავტომანქანა, ე.წ. მოძრავი ოფისი დააფიქსირეს
ლევან ვარშალომიძე: ერთად მოვუღოთ ბოლო უპატრონობას

აჭარის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ბათუმის მე-8 უბანზე მისცა ხმა.

საია - ზუგდიდის მე-18 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს მუშაობაში ხელს უშლიან
ბურჭულაძე: ხმა მივეცი გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას

„ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას და გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას“,-ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა კიკნაველიძე: ხმა მივეცი თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ საკუთარი არჩევანი ზესტაფონის რაიონში 52-51 ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

რულოვსი: ხმა მივეცი იმ მშვიდ ძალას, რომელიც ხვალიდან დაპირებების შესრულებას შეუდგება
კალაძე: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“  გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხადური: მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია გამოხატონ
ბაქრაძე: ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ, წინ მიმავალ საქართველოს
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში დარღვევებზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობა ბათუმის პირველ უბანზე წარმომადგენლის მოხსნას გაასაჩივრებს.

ირაკლი ალასანია: ხმა მივეცი უკეთეს მომავალს
უსუფაშვილი: მე არჩევანი გავაკეთე და ამ არჩევანზე პასუხისმგებელი ვიქნები

„მე გავაკეთე არჩევანი და ამ არჩევანზე პასუხისმგებელი ვიქნები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ  დავით უსუფაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

უსკო: აჭარაში საარჩევნო პროცესი დარღვევებით დაიწყო

უსკო-ს თავმჯდომარის პარმენ ჯალაღანიას განცხადებით, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, თუმცა რამდენიმე მათგანზე წილისყრის პროცედურებმა დარღვევით ჩაიარა.

ხიდაშელი: ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს მივეცი ხმა

„ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან  საქართველოს მივეცი ხმა“,-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ცესკო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტი: ხმა მივეცი მრავალპარტიულ პარლამენტს

ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, რომელშიც მრავალი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი  მარგველაშვილმა მთაწმინდის ოლქის მე-6 უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics