პრემიერ-მინისტრი გიორიგ კვირიკაშვილი ოჯახთან ერთად საუბრთალოს მე-4 ოლქში, 24-ე საარჩევვნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
წინასწარი პირველადი შედეგები სავარაუდოდ, დილის 6:00 საათზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანი მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
8 ოქტომბრის არჩევნებს 111 ადგილობრივი ორგანიზაციის - 29 931 წარმომადგენელი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ხვალ 08:00 საათიდან გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული საარჩენო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად არჩევნების მეორე ტურს არაუგვიანეს 25-ე დღისა დანიშნავს.
ევროპარლამენტის დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More