|
2016-12-10 13:38:54, 1307 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირას მიიღებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, კომისიის თავმჯდომარე არის ის ადამიანი, რომელიც პროცესს ხელმძღვანელობს, თუმცა გადაწყვეტილებას საბოლოოდ საზოგადოებრივი თანხმობა სჭირდება. "პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს ამ პროცესს და ბუნებრივია, პროცესში იქნება ჩართული საკმაოდ ფართო წრე, როგორც პოლიტიკური სპექტრისა ასევე კონსტიტუციური ორგანოს ყველა წარმოამდგენელი. უზრუნველყოფილი იქნება ყველაფერი, რომ ვენეციის კომისიასთან რაც შეიძლება კარგი მუშოაბა გვქონდეს. რაც მთავარია კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ფართო კონსენსუსის საფუძველზე. კონსტიტუცია არის ის თემა, რომელსაც სჭირდება საზოგადოებრივი თანხმობა. ამასთან, თავმჯდომარე არის ის ადამიანი, რომელიც პროცესს ხელმძღვანელობს, თორემ გადაწყვეტილებას თავმჯდომარე დამოუკიდებლად არ მიიღებს", - განაცხადა ბესელიამ. ბესელიას თქმით, პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმული წუხილი მისთვის გაუგებარია. "პრეზიდენტს აქვს აბსოლუტურად შეუზღუდავად მონაწილეობის შესაძლებლობა ამ პროცესში, ხოლო თავმჯდომარე არ იღებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას, ის მხოლოდ ადმინისტრირებას უკეთებს ამ პროცესს. გადაწყვეტილება მიიღება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით და საბოლოოდ ამ პროდუქტს კენჭს უყრის პარლამენტი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე ინფორმაციით, კომისიაში ყველა საკითხზე იქნება მსჯელობა, თუმცა კონკრეტული საკითხების ნუსხა წიინასწარ ჩამოწერილი არ არის. ეკა ბესელიას განმარტებით, კომისია დემოკრატიულ, ღიასაზოგადოებრივ პრინციპებზეა დაფუძნებული და შესაბამისად იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. როგორც კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კომისიის მიზანი კონსტიტუციის გადასინჯვაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. მისივე თქმით, მუშოაბა საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს. ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საკონსტიტუციო კომისიას 3 თანათავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა, კერძოდ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)