|
2016-12-11 13:29:27, 1371 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში აფეთქებებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქ. სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების გამო, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ბოლო მონაცემებით, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 პოლიციელია, 166 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო. მისივე თქმით, უკვე დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი. სულეიმან სოულის ინფორმაციით, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან ავტომობილში ჩადებული ბომბი დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)