05:38 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-11 13:32:38, 1561 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველო გმობს ძალადობის გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტამბოლში მომხდარი აფეთქების  გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

 „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო. საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის  27 პოლიციელია,  166  კი დაშავდა. ინფორმაციას  BBC ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო. მისივე თქმით, უკვე დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი.

სულეიმან სოულის ინფორმაციით, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან ავტომობილში ჩადებული ბომბი დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს.
ცოტა ხნის შემდეგ,  სტადიონიდან რამდენიმე  მილის დაშორებით,  Macka Park-ის ტერიტორიაზე, მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics